საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანება (სოგგ)

საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანება 2018 წლის 18 დეკემბერს ჩამოყალიბდა.

სოგგ-ის მიზანია ოფთალმოლოგიის ძირითადი მიმართულებების განვითარება და პრაქტიკული რეკომენდაციების დანერგვა, როგორიცაა გლაუკომა – თანდაყოლილი გლაუკომის ქირურგია, ნეიროოფთალმოლოგია, ონკოოფთალმოლოგია, ოკულოპლასტიკა და დაკრიოლოგია, ბადურის დაავადებები – ვიტრეო-რეტინალური ქირურგია, პედიატრიული ოფთალმოლოგია, რეფრაქციული ქირურგია, კატარაქტის ქირურგია, კერატოპლასტიკა, კერატოკონუსის მართვა, დღენაკლთა რეტინოპათიის მართვა და პრევენცია, ლაზერული ქირურგია.

სოგგ-ის ჩამოყალიბებას უკავშირდება მნიშვნელოვანი, აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დროული ინფორმირება, ოფთალმოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.


სოგგ-ის დაარსების დღიდან რეგულარულად ტარდება ოფთალმოლოგიური ტრენინგები და  სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც   წარმოადგენენ  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების  შესაძლებლობებს.