მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია
საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების ეგიდით და კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის მხარდაჭერით ქალაქ თბილისში, 2 დეკემბერს ტარდება მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ჯიმშერ ანთელავას დაბადებიდან 95 წლისთავს.
პროგრამა მოიცავს მსოფლიოს და საქართველოს წამყვანი ოფთალმოლოგების მოხსენებებს, რომლებიც აერთიანებს ოფთალმოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებს.
“სოგგ”-ის მიერ გამართული კონფერენციები ბოლო წლებში საინტერესო სამეცნიერო შეკრებებით გამოირჩევა და წარმოადგენს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უნიკალურ პლატფორმას.
ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის დაარსების 10 წლის იუბილე
კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში სოგგ-ს ორგანიზებით ჩატარდა სამი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. ერთ-ერთი კონფერენცია მიეძღვნა – „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის დაარსების 10 წლის იუბილეს“, რომელიც 2021 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა.
გლაუკომას წიგნის პრეზენტაცია - „გლაუკომის ტერმინოლოგია და გაიდლაინები“
ევროპის გლაუკომის საზოგადოების მხარდაჭერით საქართველოში პირველად გამოიცა სახელმძღვანელო „გლაუკომის ტერმინოლოგია და გაიდლაინები, მე-5 გამოცემა”, ქართულ ენაზე. გაიდლაინები შექმნილია ევროპისა და დიდი ბრიტანეთის წამყვანი ოფთალმოლოგების, კერძოდ გლაუკომის სპეციალისტების დიდი გუნდის მიერ, ასევე მონაწილეობა მიიღეს ამერიკის გლაუკომის საზოგადოებამ და სხვადასხვა ქვეყნის გლაუკომის ექსპერტებმა.
სახელმძღვანელო წარმოადგენს გლაუკომის კლასიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რეკომენდაციებს ოფთალმოლოგებისთვის. გაიდლაინი თარგმნილია 12 ენაზე და მე-13 არის ქართული ენა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ინფორმაცია და სიახლეები გლაუკომის შესახებ იყოს უფრო ხელმისაწვდომი ქართველი ოფთალმოლოგებისათვის.